დაჭიმულობა
მაგალითები:
მშრალი კანი წელიწადის ცივ პერიოდში
ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების დროს
მშრალ ჰაერში
ძალიან ხშირი დაბანისას
ჯანმრთელი და საჭირო მკვებავი ნივთიერებებით მდიდარი კანი ელასტიურია და გვიცავს გარემოს ზემოქმედებისა და გაღიზიანებისგან. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ქარი, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები, მშრალი ჰაერი, ქიმიკატები და თუნდაც ხშირი დაბანა – ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ჩვენს კანზე. ის შეიძლება გახდეს მშრალი, გაწითლებული, უხეში და თუნდაც ნახეთქებიანი, რაც თავის მხრივ უარყოფითად მოქმედებს განწყობაზე და ართულებს ყოველდღიური სამსახურის შესრულებას.
რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კანმა ელასტიურობა და ტენიანობა შეინარჩუნოს
სიფრთხილით გამოიყენეთ ქიმიური ნივთიერებების შემცველი საშუალებები, მაგალითად, ჭურჭლის სარეცხი საშუალებები, სარეცხი საშუალებები და სხვ.
- კანი ნაზად და ფრთხილად დაიბანეთ, შეზღუდეთ საპნის და საშხაპე გელების გამოყენება.
- დაიცავით კანი ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებისგან – მაგალითად, წელიწადის ცივ დროს დაიცავით კანი სიცივისგან, გამოიყენეთ ხელთათმანები, წელიწადის ცხელ დროს კი – მზის გამშრობი ზემოქმედებისგან.
- ყოველდღიურად მიიღეთ ორგანიზმისთვის საჭირო წყლის რაოდენობა – მოზრდილებისთვის ეს არის 1,5 – 2 ლიტრი დღეში.
- დაატენიანეთ კანი კანის მოვლის საშუალებებით, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც სიმშრალე ყველაზე ხშირად გვხვდება – იდაყვებზე, მუხლების მიდამოში, ტერფებზე.