რომელია უკეთესი: მალამო თუ კრემი?
რა ავირჩიოთ – მალამო თუ კრემი? ზოგჯერ არჩევანის გაკეთება ისეთ შემთხვევაში გვიწევს, როდესაც მოქმედი ნივთიერება ერთი და იგივეა, მაგრამ პრეპარატს გამოშვების ორი განსხვავებული ფორმა აქვს: მალამო და კრემი. რა ავირჩიოთ? როგორ გავიგოთ, რომელია უკეთესი?
5 განსხვავება მალამოსა და კრემს შორის
მალამო | კრემი | |
ძირითადად შედგება ცხიმებისგან (ლიპიდებისგან) | შეიცავს როგროც ცხიმებს (ლიპიდებს), ასევე დაახლოებით 50% წყალს | |
კონსისტენცია, ტექსტურა | სქელი, ცხიმიანი, მკვრივი კონსისტენცია | მსუბუქი ტექსტურა და კონსისტენცია |
კანში შეწოვა | კანზე უფრო დიდხანს რჩება, უნდა დაელოდოთ დაახლოებით 10 – 15 წუთი, სანამ არ შეიწოვება | უცებ შეიწოვება კანში |
დამატენიანებელი მექანიზმი | მალამო უზრუნველყოფს ღრმა დატენიანებას, ამიტომ ქმნის დამატებით ფენას, რომელიც იცავს წყლის აორთქლებისგან | კრემი უცებ ატენიანებს, იწოვებს წყალს და ზრდის ელასტიურობას, მაგრამ კანის ზედა ფენებზე |
სხვა | ქმნის დამატებით ფენას, ქმნის დამატებით საფარსა და დამცავ ბარიერს | ვინაიდან კრემი მეტ წყალს შეიცავს, იგი აორთქლდება, რადგან კანის ტემპერატურა უფრო მაღალია ვიდრე კრემის, შედეგად იგრძნობა მცირე გამაგრილებელი ეფექტი |