7 ეფექტური გზა დაბანის შემდეგ ხელების გამოშრობისგან დასაცავად

ხელების ხშირად დაბანა ბაქტერიების ორგანიზმში მოხვედრის შანსებს ამცირებს. CDC-ის ინფორმაციით (https://www.cdc.gov/handwashing/why-handwashing.html), ბევრი დაავადება სწორედ ხელების საპნითა და გამდინარე წყლით დაბანის უგულებელყოფის შედეგად გადადის.

ინფექცია ხელებიდან ორგანიზმში შეიძლება გავრცელდეს სახის, ცხვირის, პირის არეში შეხებით; საკვების ხელების დაბანის გარეშე მიღებით; ასევე, მგზავრობის, სხვადასხვა საგანზე კონტაქტის შემდეგ ხელების დაბანის უგულებელყოფით და სხვა.

მედიკოსები ყოველთვის გვაძლევენ რეკომენდაციას, ხელები ხშირად დავიბანოთ და სახეზე შეხება თავიდან ავიცილოთ, თუმცა არასდროს ყოფილა ეს რეკომენდაცია ისეთი აქტუალური, როგორიც ახლა, COVID-19-თან ბრძოლის პერიოდში.

ხელების საპნით ხშირად დაბანამ შეიძლება, კანის გამოშრობა გამოიწვიოს, ხოლო თუ მის მოვლასა და დატენიანებაზე არ ვიზრუნებთ, მაშინ სიმშრალე გამწვავდება, გაჩნდება ღრმა, მტკივნეული ნახეთქები, ქავილი და შეიძლება, მეორე ხარისხის ინფექციაც დაემატოს. შედეგად, გამომშრალ, გაღიზიანებულ, სენსიტიურ კანზე კონტაქტური დერმატიტის გაჩენის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით. ამასთან, კანის მუდმივი დეზინფექცია აღნიშნული პრობლემების განვითარების რისკს კიდევ უფრო ზრდის.

როგორ დავიბანოთ ხელები ან როგორ ჩავიტაროთ დეზინფექცია ისე, რომ ვირუსებისგან თავდაცვასთან ერთად, ჯანმრთელი და ლამაზი კანი შევინარჩუნოთ?

გთავაზობთ 7 გზას, დაბანის შემდეგ ხელები გამოშრობისგან როგორ დავიცვათ ან როგორ ვუმკურნალოთ უკვე გამომშრალ კანს:

  • ხელების თბილი წყლით დაბანა – ხელების ცხელი წყლით დაბანა კანს აზიანებს და ზედმეტად აშრობს.
  • ნეიტრალური PH შემცველობის მქონე საპნის გამოყენება.
  • საჭიროა ხელების ფრთხილად დაბანა, რადგან გადაჭარბებულმა ხახუნმა შეიძლება ზიანი მიაყენოს კანის დამცავ ფენას.
  • სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებისას იგი ხელების მთელ ზედაპირზე უნდა წავისვათ, მაჯის ჩათვლით.
  • რეკომენდებულია ქაღალდის ხელსახოცის გამოყენება საშრობების ნაცვლად – კვლევების თანახმად, ხელის საშრობები ავრცელებენ ვირუსის 190-ჯერ მეტ ნაწილაკს, ვიდრე ქაღალდის პირსახოცები,
  • საჭიროა, კანის დაცვა ტემპერატურის უეცარი ცვლილებისგან – მაგალითად, ცივ სეზონზე კანი სიცივისგან ხელთათმანების გამოყენებით უნდა დავიცვათ, ცხელ სეზონზე კი მზის ზემოქმედებისგან.
  • რეკომენდებულია, ყოველდღიურად მივიღოთ საჭირო რაოდენობის წყალი – მოზრდილებისთვის ეს არის 1,6 – 2 ლიტრი.

 

როგორ მოვიქცეთ თუ კანი უკვე გამომშრალია და ჩვეულებრივი ხელის კრემები აღარ გვშველის, ან მხოლოდ დროებით ეფექტს გვაძლევს?

უკვე გამომშრალ კანს, რომელიც დერმატიტისკენ არის მიდრეკილი, ჩვეულებრივი ხელის კრემები აღდგენაში ნაკლებად დაეხმარება. პირიქით, ხელის დამატენიანებლების დიდი ნაწილი პარფიუმს შეიცავს და შეიძლება, კანის კიდევ უფრო გაღიზიანება ან სულაც ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.

რეკომენდებულია, გამომშრალ და გაღიზიანებულ კანს 5% დექსპანთენოლის შემცველი  კრემით მოვუაროთ. აღნიშნული ნივთიერება კანის ზედაპირული დაზიანებების სამკურნალოდ გამოიყენება, ასევე იგი მიეკუთვნება ჭრილობებისა და წყლულების სამკურნალო პრეპარატთა ჯგუფს და ეფექტურია დამსკდარი, გაღიზიანებული, გამომშრალი კანის აღსადგენად. რეკრეოლი თანამედროვე კრემია, რომელიც 5% დექსპანთენოლს შეიცავს და დღეს მისი მნიშვენოლბა კიდევ უფრო გაზრდილია.

მალამო „რეკრეოლი“ შეიცავს დექსპანთენოლს, რომელიც კანის ახალი უჯრედების წარმოქმნას უწყობს ხელს და კანის ელასტიურობას აღადგენს. „რეკრეოლის“ მალამოს მკურნალობის კურსის დაწყებიდან რამდენიმე დღეში კანი იწყებს აღდგენას, რამდენიმე დღის შემდეგ, ხდება  რბილი და ხავერდოვანი, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს. ჯანმრთელი კანი კი ბაქტერიებისგან კარგი დამცველია.