ყოველდღიურ ცხოვრებაში, ადამიანის კანი სიცოცხლის სწრაფად მიმდინარე რიტმის და სხვადასხვა გაუთვალისწინებელი სიტუაციების ზემოქმედებას განიცდის, რომელთა დროსაც, არსებობს  კანის, უმეტესად შემთხვევითი, ტრავმირების და დაბეჟილობის, თუნდაც მცირე ჭრილობების, განვითარების რისკი. მცირე, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დაბეჟილობამ, შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო ტკივილი და უზარმაზარი დისკომფორტი, რომლისგანაც რაც შეიძლება სწრაფად განვთავისუფლება გვინდა.

უფრო ხშირად დაბეჟილობა კანის მცირე დაზიანებაა, რომლის მოვლა და მკურნალობა სახლის პირობებშია შესაძლებელი. კანის რეგენერაციის უზრუნველსაყოფად მას განსაკუთრებით ფრთხილი მოვლა სჭირდება.

 

როგორ აღვადგინოთ კანი დაბეჟილობების დროს

  • სუფთა ხელებით ჩამოიბანეთ ჭრილობა გრილი წყლით, რათა გაასუფთაოთ ის დაბინძურებისგან. გარდა ამისა, ჭრილობის გასაწმენდად ასევე დამატებით შეიძლება გამოყენებულ იქნას წყალბადის ზეჟანგი. ჭრილობა დოლბანდის ტამპონით გაამშრალეთ.
  • კანის დაზიანებულ ზედაპირზე თხელი ფენით წაისვით მალამო RECREOL® – მალამოში შემავალი აქტიური ნივთიერებები ხელს შეუწყობს კანის უჯრედების დაყოფასა და ახალი უჯრედების წარმოქმნას*.
  • საჭიროების შემთხვევაში, დააფარეთ დაზიანებულ ადგილს ჰაერგამტარი მასალა, რომელიც დაიცავს მას გარემოს ზემოქმედებისაგან და შემდგომი მიკროტრავმებისგან.
  • წაისვით მალამო RECREOL® დღეში ერთხელ ან რამდენჯერმე, სანამ კანი შეხორცდება*.

* მალამო RECREOL®-ის გამოყენების ინსტრუქცია

იხილეთ პროდუქტის ინსტრუქციები/მახასიათებლების აღწერა.