რომელი ჩვენგანი არ დარჩენილა მზეზე იმაზე დიდხანს, ვიდრე ეს დასაშვებია? მზის დამწვრობისას კანი წითელი, მტკივნეული და ცხელი ხდება. ძლიერი დამწვრობის დროს კი შეშუპება და წყლულებიც ჩნდება. უნდა გვახსოვდეს, რომ მზის დამწვრობა არამარტო დროებით დისკომფორტს ქმნის, არამედ ხელს უწყობს კანის სიმშრალეს, პიგმენტური ლაქების გაჩენას და კანის დაბერებას, ასევე გაცილებით სერიოზული საფრთხის – კანის კიბოს განვითარების რისკის – წინაშე გვაყენებს.

როგორ ავიცილოთ თავიდან მზის დამწვრობები

სახლიდან გასვლისას კანზე მზისგან დამცავი კრემი წაისვით.

  • თუ დაგეგმილი გაქვთ დასვენება წყლის მახლობლად, დარწმუნდით, რომ თქვენ მიერ შერჩეული მზისგან დამცავი კრემი – წყალმედეგია.
  • გადახურებისგან სხეულის დაცვის მიზნით, დაიხურეთ ქუდი და ჩაიცვით ტანსაცმელი, რომელიც არ ატარებს მზის სხივებს.
  • სხეულის გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით წელიწადის ცხელი სეზონის პერიოდში, დარწმუნდით, რომ წყლის საჭირო დღიურ რაოდენობას ღებულობთ.