მაგალითები:

ნაკაწრები

ჭრილობები

უსიამოვნო ყოველდღიურ წვრილმანებს და ტრავმებს ადამიანის გუნებ-განწყობილების გაუვარესება და უამრავი საზრუნავის გამოწვევა შეუძლია. კანის ზედაპირული დაზიანებები, როგორიცაა ნაკაწრები, ჭრილობები, მწერების ნაკბენები – ყველაზე ხშირად ხდება მცირე, მაგრამ დისკომფორტის შეგრძნების შემქმნელ ფაქტორებად. დიდი ჭრილობების შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმის დახმარებას, ხოლო მსუბუქი და საშუალო დაზიანებების მკურნალობა შესაძლებელია სახლის პირობებში. ჭრილობების დროული მკურნალობა უზრუნველყოფს უფრო სწრაფად განკურნების პროცესს და ხელს უშლის ინფექციის განვითარებას.

როგორ აღვადგინოთ კანი ნაკაწრების და ჭრილობების დროს

  • ჭუჭყის მოსაშორებლად ჩამოიბანეთ ჭრილობა თბილი წყლით და სუფთა ხელებით. დამატებით, ჭრილობების გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ წყალბადის ზეჟანგი.
  • გაამშრალეთ ჭრილობა დოლბანდის ტამპონით.
  • თხელი ფენით წაისვით სამკურნალო საშუალება დაზიანებული კანის ზედაპირზე, რაც ხელს შეუწყობს უჯრედების დაყოფას და ახალი კანის ქსოვილების წარმოქმნას.
  • საჭიროების შემთხვევაში, გადაახვიეთ დაზიანებული ადგილი ჰაერგაუმტარი მასალით, რომელიც დაიცავს მას გარემოს ზემოქმედებისაგან და შემდგომი მიკროტრავმებისგან. გააგრძელეთ დაზიანებული ადგილის მოვლა მანამ, სანამ კანი არ გამოჯანმრთელდება.