მაგალითები:

  • თუ საფენები არ იცვლება საკმარისად ხშირად
  • თუ საფენები ძალიან მჭიდროდაა მოჭერილი

 

საფენებით გამოწვეული დერმატიტი არის კანის გაღიზიანება, რომელიც ვითარდება საფენებთან კონტაქტის ადგილებში. იმისდა მიუხედავად, რომ, როგორც წესი, ამ ტიპის კანის გაღიზიანება ასოცირდება ჩვილებთან და მცირეწლოვან ბავშვებთან, ის შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერს, ვინც ყოველდღიურად იყენებს საფენებს. გამონაყარი კანს ინფექციებისა და ანთებებისადმი უფრო მგრძნობიარეს ხდის, ამიტომ მნიშვნელოვანია ეფექტური მოვლისა და მკურნალობის უზრუნველყოფა კანის დაზიანების ზონებში.

ჩვილის გაღიზიანებული და გაწითლებული კანი საფენების ზონაში და როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი კანი

კანის გაღიზიანება და ანთება საფენის არეში ჩვილებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც ჩვილების საშუალოდ 7 – 35% განიცდის.

ნაწილობრივ ეს განპირობებულია ჩვილის კანის თავისებურებებით და კანის მოვლით.

  • ჩვილის კანი 20 – 30%-ით უფრო თხელია, ვიდრე მოზრდილების კანი**.
  • დუნდულების არეში ბევრი ნაკეცი და ღარია.
  • კანი ხშირად შედის კონტაქტში შარდთან და განავალთან, და მათ ქვეშ ტენიანი გარემო იქმნება.
  • ტენიანობასთან კანის ხანგრძლივი კონტაქტის დროს, უჯრედების ზედა ფენა (ეპიდერმისი) სველდება და ზიანდება *.

როგორ შევინარჩუნოთ ჩვილის კანის ჯანმრთელობა საფენების არეში***

  • როდესაც ბავშვს არ უკეთია საფენი, ქვემოდან დაუფინეთ პატარა პირსახოცი ან სისველის შთამნთქმელი ზეწარი – ეს ხელს შეუწყობს კანის სიმშრალის შენარჩუნებას;
  • ყოველთვის დარწმუნდით, რომ საფენები ძალიან მჭიდროდ არ არის შეკრული;
  • საფენების შეცვლისას, ნაზად გაასუფთავეთ ჩვილის კანი რბილი ქსოვილით და გრილი წყლით;
  • თუ, მიუხედავად ამისა, პატარას საცვლის ტარების ადგილებზე მაინც აღენიშნება გამონაყარი, მიმართეთ სპეციალისტის კონსულტაციას, რათა მან გირჩიოთ ყველაზე შესაფერისი მკურნალობა და მალამო ბავშვის კანის აღდგენისთვის.

* ლ. კალნბერზა „საფენებით გამოწვეული დერმატიტი კვლავ აქტუალურია“. «Arsts.lv» 12/2017.

** დ.ჯ., ატერტონი, ე. პროკშ, ი. შაუბერ, ჯ.ფ. სტალდერ. საფენით გამოწვეული გამაღიზიანებელი დერმატიტი: მოწინავე პრაქტიკა. SelfCare. 2015; 6 (S1): 1-11.

*** ს. ჰამფრი, , ჯ.ნ. ბერგმან, ს. აუ. საფენებით გამოწვეული დერმატიტის პრაქტიკული მართვის სტრატეგიები. Skintherapyletter. 2006 სექტემბერი, 11 (7): 1-6