მაგალითები:

დეპილაციის, ტატუს, პერმანენტული მაკიაჟის შემდეგ

კოსმეტიკური მანიპულაციები და ტატუირება არა მხოლოდ ხელოვნების ნიმუში და საკუთარი თავის მსოფლიოსთვის დემონსტრირებაა. ამ პროცედურის დროს კანის ზედა ფენაზე ხდება ზემოქმედება და იქმნება ტრავმული ეფექტი, რაც კანს განსაკუთრებით დაუცველ და დასუსტებულს ხდის. კანი შეიძლება გახდეს მშრალი, მტკივნეული და ანთებებისადმი მგრძნობიარე. კანზე ზრუნვა ხელს უწყობს გართულებების თავიდან აცილებას და კანის სწორ რეგენერაციას.

როგორ აღვადგინოთ კანი ზედაპირული დაზიანებების დროს კოსმეტიკური მანიპულაციების, დეპილაციის, ტატუირების შემდეგ

ხელები თბილი წყლით და საპნით დაიბანეთ.

  • კანის მგრძნობიარე ნაწილი კარგად დაიბანეთ არომატიზატორების არმქობე საპნით და წყლით.
  • პროცედურის დასრულების შემდეგ, ტრავმირებულ ადგილზე წაისვით მოვლის საშუალება, რომ მოიხსნას გაღიზიანება და უზრუნველყოფილ იქნას კანის რეგენერაცია.
  • თუ კანზე დატანილია ტატუირება, დამატებით შეგიძლიათ გადაახვიოთ მშრალი, ჰაერგამტარი სახვევი, რომელიც დაიცავს მგრძნობიარე ადგილს ხახუნისა და მიკროტრავმებისგან *.
  • თუ კანზე კოსმეტიკური მანიპულაციები ან დეპილაცია ჩატარდა, პროცედურის დასრულებიდან 12-24 საათის განმავლობაში არ არის რეკომენდებული კონკრეტულ ადგილას პარაბენის შემცველი კოსმეტიკური ან გამაღიზიანებელი საშუალებების გამოყენება. ამის ნაცვლად, რეკომენდებულია კომფორტული (სასურველია ბამბის) თეთრეულის ტარება, რაც გაღიზიანებულ კანს სუნთქვისა და უფრო ეფექტურად აღდგენის საშუალებას მისცემს.

* Elaine K. Luo, Stephanie Watson „ტატუს მოვლა: რა უნდა იცოდეთ“ https://www.healthline.com/health/tattoo-aftercare, 2017 (აგვისტო).