მაგალითები:

ნახეთქები ტერფებზე, განსაკუთრებით ქუსლებზე,

ნახეთქები დვრილებზე ბავშვის კვების დროს

ისეთი ფაქტორები, როგორიცაა წყლის არასაკმარისი რაოდენობის მიღება, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, კანის ხახუნი და ქიმიკატებთან კონტაქტი, გავლენას ახდენს კანის ბუნებრივი ტენიანობის ბალანსზე და შეიძლება გამოიწვიოს კანის ნახეთქები. ნახეთქები კანზე და კანის სიმშრალე ყველაზე ხშირად ტერფებზე (განსაკუთრებით კი ქუსლებზე), ხელებსა და იდაყვებზე იჩენს თავს, სადაც კანი ყველაზე მეტად განიცდის მოძრაობას, კონტაქტს სხვა ზედაპირებთან და გამაღიზიანებელ საშუალებებთან, აგრეთვე ხშირია ნახეთქები დვრილებზე ბავშვის ძუძუთი კვების პერიოდში.

კანზე ყოველდღიური ზრუნვა ხელს შეუწყობს ბზარების გაჩენის თავიდან აცილებას და მათ შეხორცებას დაზიანებების გაჩენის შემთხვევაში.

ბზარები დვრილებზე და როგორ ავიცილოთ ისინი

ბავშვის კვების დაწყებისას, ახალგაზრდა დედები 34 – 96% შემთხვევაში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემას აწყდებიან – დვრილების მტკივნეულობას. შემთხვევების 29 – 76%-ში, დვრილებსა და არეოლებზე ასევე შეიძლება გამოვლინდეს კანის ისეთი დაზიანებები, როგორიცაა ჭრილობები, ნახეთქები, ასევე სიწითლე, შეშუპება და კანქვეშა სისხლჩაქცევები*.

როგორ ავიცილოთ თავიდან დვრილების დახეთქვა **:

  • ბავშვის კვების დროს აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ ბავშვის ძუძუზე მოჭიდების სწორი პოზიციის შერჩევას.
  • კვების დროს საკუთარი თავისთვის და ბავშვისთვის კომფორტული მდგომარეობის უზრუნველსაყოფად, რეკომენდებულია ბავშვის დასაჭერად დამხმარე საშუალებების, მაგალითად ბალიშის, გამოყენება.

* მ. შანცი და კოლ., „ლანოლინის, ბაღის პიტნის და დექსპანთოენის კრემების ეფექტების შედარება ძუძუთი კვების დროს ტრავმირებული დვრილების მკურნალობისას დედებში“. Journal of Caring Sciences,  2015 წლის დეკემბერი; 4 (4) : 297-307.

** ჯ.კ. კენტ და კოლ., „დვრილების ტკივილი ქალებში ძუძუთი კვების დროს: შემთხვევების რაოდენობა, მიზეზები და მკურნალობა“,

International Journal of Enviromental Research and Public Health, 2015 წლის ოქტომბერი; 12 (10) : 12247-12263.